თამარ ჩუგოშვილი: ვერ გამოვრიცხავ, რამდენიმე უმრავლესობის წევრისთვის მიუღებელი იყოს საარჩევნო სისტემის შეცვლა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ ჩუგოშვილი არ გამორიცხავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ზოგიერთი უმრავლესობის წევრისთვის მიუღებელი იყოს. მისივე თქმით, საარჩევნო სისტემის ცვლილების კონსულტაციების საკითხზე ყველა პარტიაა მიწვეული.
„მე ვერ გამოვრიცხავ, რომ იყოს რამდენიმე უმრავლესობის წევრი, რომლისთვისაც მიუღებელი იქნება საარჩევნო სისტემის შეცვლა. ჩვენ ყველა პოლიტიკური ძალა გვყავს მოწვეული. რა თქმა უნდა, ჩვენ ვთქვით და ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თავის განცხადებაში თქვა და ეს არის შეჯერებული პოზიცია პოლიტიკური პარტიის, რომ ინდივიდებთან, რომლებიც გადიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და რომლებიც სახელმწიფოს დამხობისაკენ აკეთებენ მოწოდებებს, პირადად მათთან ჩვენ პოლიტიკურ მოლაპარაკებებს არ ვაპირებთ, მაგრამ ეს შეეხება კონკრეტულ სახელებს და გვარებს და არა პარტიებს.
„ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთ-ერთი მთავარი ოპოზციური ძალა ქვეყანაში და რა თქმა უნდა, მათ თუ აქვთ სურვილი ამ შეხვედრაზე მოსვლის ან საუბრის ამის პრობლემა არ ექნებათ. თუ არ ექნებათ მოსვლის და საუბრის სურვილი, არც ეს იქნება პრობლემა, ეს მათი არჩევანი იქნება“,-აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.
შეგახსნებთ, რომ “ქართული ოცნება” “საკონსტიტუციო ინიციატივა – “პროპორციული არჩევნები 2020″-ის პრეზენტაციას 1 ივლისს გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები