აქციის ორგანიზატორი: შეგიძლიათ, გადასცეთ ექსპრეზიდენტს, რომ ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ, რა მოთხოვნები დავაყენოთ და რა არა

ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ, რა მოთხოვნები დავაყენოთ და რა არა. შეგიძლიათ, გადასცეთ ექსპრეზიდენტს, – ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „საღამოს ნიუსრუმში“ განაცხადა.

აქციის ორგანიზატორის თქმით, ისინი ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას არ აპირებენ და მათ მოთხოვნებს არც არაფერი დაემატება და არც გამოაკლდება.

„კონკრეტული მოთხოვნით დავიწყეთ ყველაფერი და ამ კონკრეტული მოთხოვნის დაკმაყოფილებისთანავე დასრულდება ყველაფერი. ჩვენ 5 დღეში მოვახერხეთ ის, რაც ვერ მოახერხეს ამ პოლიტიკოსებმა დიდი ხნის განმავლობაში. ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ, რა მოთხოვნები დავაყენოთ და რა არა. შეგიძლიათ, გადასცეთ ექსპრეზიდენტს“, – განაცხადა აქციის ორგანიზატორმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს ვადამდელი არჩევნების მოთხოვნისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები