“გავრილოვს საქართველოში არ შემოუშვებენ”, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტის მიერ დასმული იმ კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც კომუნისტი დეპუტატის ქვეყანაში შესაძლო შემოსვლას გულისხმობდა.
“სერგეი გავრილოვს საქართველოში არ შემოუშვებენ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ცნობისთვის, რუსმა კომუნისტმა დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოში ჩასვლას შემოდგომაზე კვლავ აპირებს და მას სურს ქვეყანაში პილიგრამად დაბრუნება.