„მსჯავრდებული სააკაშვილისა და მისი აგრესიული ჯგუფის მიზანია საზოგადოებაში ამ დიდი ნეგატივის შემოტანა, რომ მოხდება არეულობა და იქნება მუდმივად ეს პოლარიზაცია“

„მსჯავრდებული სააკაშვილისა და მისი აგრესიული ჯგუფის მიზანია საზოგადოებაში ამ დიდი ნეგატივის შემოტანა, რომ მოხდება არეულობა, რომ იქნება მუდმივად ეს პოლარიზაცია“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინიტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, ეს ხდება არა მხოლოდ 20 ივნისს, არამედ – ბოლო წლების განმავლობაში. მამუკა ბახტაძის თქმით, „ნაცმოძრაობამ” გამოიყენა საქართველოს მოქალაქეების გულწრფელი პროტესტი თავიანთი პროვოკაციული მიზნებისთვის და ამ ყველაფერს მსჯავრდებული სააკაშვილი ხელმძღვანელობდა.
„ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ მისი პირდაპირი მოწოდებები. ეს არ მომხდარა მხოლოდ 20 ივნისს. ბოლო წლების განმავლობაში  ჩვენ ყოველწლიურად, სისტემურ რეჟიმში ვისმენთ ერთი და იმავეს  იმიტომ, რომ მათი მიზანი არის საზოგადოებაში ამ დიდი ნეგატივის შემოტანა, რომ მოხდება არეულობა, რომ იქნება მუდმივად ეს პოლარიზაცია. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ძალიან ნეგატიურად მოქმედებს. მე არ ვამბობ, რომ მხოლოდ 20 ივნისს ჰქონდა ამ შემთხვევას ადგილი. ბოლო წლების განმავლობაში, მსჯავრდებული სააკაშვილი და მისი აგრესიული ჯგუფი ცდილობს, რომ ეს ყველაფერი გააკეთოს და გააკეთოს სისტემურად მაქსიმალურად ინტენსიურად. მათ შორის, მათ მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებებით. ჩვენ ამას ვერ დავუშვებდით იმიტომ, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, პირველ ყოვლისა, თქვენს  წინაშე და ქართული სახელმწიფოს წინაშე”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები