ანრი ოხანაშვილი: მელიას უფლებამოსილების შეჩერების საკითხი ჩვენ, ამ ეტაპზე, არ განგვიხილავს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, არც პარლამენტსა და არც სასამართლოს ნიკა მელიას უფლებამოსილების შეჩერების საკითხზე არ უმსჯელია.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ოხანაშვილმა დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
„მელია ვალდებულია, შეასრულოს სასამართლოს განჩინებით დაკისრებული ვალდებულებები. შესაბამისად, მისი უფლებამოსილების შეჩერების საკითხი ჩვენ, ამ ეტაპზე, არ განგვიხილავს. ამ ეტაპზე, მელიას უფლებამოსილების შეჩერების საკითხი დღის წესრიგში არ არის. შესაბამისად, ნიკა მელია ვალდებულია, დაექვემდებაროს სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული და დაკისრებულ ვალდებულებებს. ამ ადამიანს როგორც კი ჩაბარდება განჩინება ვალდებულია, შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს მიმართოს და სამართალდამცავი ორგანო განჩინებაზე დაყრდნობით იმსჯელებს, რა უფლებამოსილებას მიანიჭებს მელიას, გამოცხადდეს თუ არა საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ნიკა მელიას გუშინ საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები