გორგოძეების მრავალშვილიანი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაშია – მათ საზოგადოების დახმარება სჭირდებათ

გორგოძეების მრავალშვილიანმა ოჯახმა უკვე დიდი ხანია, რაც სიღარიბის ზღვარს გადააბიჯა. ეს ბავშვები, რომლებსაც თქვენ ფოტოზე ხედავთ მოკლებულნი არიან ნორმალურ საჭმელს და წამლებს, ტანსაცმელსა და სათამაშოებს. “ჩერნოვეცკის ფონდის” ინფორმაციით, ისინი საშინელ სიდუხჭირეში ცხოვრობენ და თუ საზოგადოება დროულად არ დაეხმარება, მათ განვითარების შანსი არ გააჩნიათ. მთელი ოჯახი შეყუჟულია ერთ პატარა გაპარტახებულ ოთახში, სადაც არც წყალია და არც გაზი, არც გათბობა და არც ავეჯი. იქ მხოლოდ რკინის 2 საწოლი დგას, რომლებიც ამავდროულად მაგიდის ფუნქციასაც ითავსებენ.
ბაღდათის ადგილობრივი ხელისუფლება, როგორც ჩანს, გულგრილია ამ ოჯახის გასაჭირის მიმართ, ამ ბავშვების ბედი არც მერიას აინტერესებს და არც მაჟორიტარ დეპუტატს.
ჩვენ ვესაუბრეთ მრავალშვილიან დედას ნარგიზა გორგოძე-გველესიანს:
– რამდენი წელია ამ შენობაში ცხოვრობთ?
ნარგიზა: ეს ყოფილი სტამბის შენობაა. სახელმწიფომ შეგვასახლა აქ.
-დროებით?
​ნარგიზა: არა, საკუთრებაში გადმოგცეს. დიდი მადლობა ამისთვის, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მატერიალურად უაღრესად გვიჭირს.
– რატომ?
​ნარგიზა: მე და ჩემს მეუღლეს არ გაგვაჩნია არანაირი პროფესია, ამიტომ სამსახურსაც ვერ ვშოულობთ. თუ გამოჩნდა რაიმე ერთჯერადი სამუშაო, ჩემი ქმარი არ უშვებს შანს ხელიდან, რომ როგორმე მცირეოდენი თანხა მაინც შემოიტანოს ოჯახში.
-რა წარმოადგენს თქვენი ოჯახის შემოსავალს?
​ნარგიზა: სოციალური შემწეობის თანხა, რომლის ლომის წილი პროდუქტებზე მიდის. ზამთარში შეშის ყიდვაც გვიწევს, რაც ძალიან ძვირია ჩვენთვის.
​-თქვენი მაჟორიტარი დეპუტატი თუ გეხმარებათ? ხომ არ მიგიმართავთ მისთვის დახმარების თხოვნით?
​ნარგიზა: არა, არ მიგვიმართავს. თქვენ მოგმართავთ ახლა, რომ გაგვიწიოთ შუამდგომლობა დეპუტატთან, რომ მოგვაქციოს მან ყურადღება.
-არიან ადამიანები, რომლებიც აკრიტიკებენ მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებსაც მატერიალურად უჭირთ. თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ?
​ნარგიზა: მე ქრისტიანი ვარ და ვფიქრობ, რომ დაუშვებელია ბავშვის ჩანასახში მოკვლა. ბავშვები – ეს ქვეყნის მომავალია! მე მჯერა, რომ უფალი ჩემს შვილებს არ მიატოვებს და მათ დასახმარებლად გამოჩნდებიან კეთილი ადამიანები!
​-რა გჭირდებათ ამ ეტაპზე ყველაზე მეტად?
​ნარგიზა: არ გვაქვს ტელევიზორი, მაცივარი, გამათბობელი, სარეცხი მანქანა…
მეგობრებო, გორგოძეების ოჯახს ჩვენი თანადგომა ესაჭიროება. მოდით, გულთან ახლოს მივიტანოთ მათი პრობლემები და გავუწოდოთ დახმარების ხელი! ისინი საჭიროებენ საკვებ პროდუქტებს, მედიკამენტებს, ავეჯს, საყოფაცხოვრებო ნივთებს.
მოინახულეთ ეს ოჯახი, დაეხმარეთ შეძლებისდაგვარად. მისამართი: ბაღდათი, თამარ მეფის 13, ტელ.: 595469227.
​თუ გსურთ დახმარება და დრო არ გაქვთ, რომ მოინახულოთ, შეგიძლიათ დახმარების თანხა გადარიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: გორგოძეების ოჯახი). თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ფონდის საიტიდანაც https://chernovetskyifund.ge/ge/projects/473-gg/

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები