ჩეხეთში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის ორგანიზებით პრაღაში ანტისაოკუპაციო გამოფენა გაიმართა
ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის დემეტრე რუხაძის ორგანიზებით პრაღაში ანტისაოკუპაციო გამოფენა გაიმართა.
ღონისძიების მთავარი დანიშნულება თბილისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სოლიდარობის გამოცხადება და “გაატარე ზაფხული საქართველოში” კამპანიის მხარდაჭერა იყო.
გამოფენის პირველი ნაწილი 2008 წლის რუსულ ოკუპაციას, მეორე კი საქართველოს ღირსშესანიშნაობებს და მის ტურისტულ პოტენციალს მიეძღვნა.
ღონისძიების ფარგლებში, მოსულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა ჩეხეთის რესპუბლიკაში მარიამ რაქვიაშვილმა.
ქართველ სტუმრებთან ერთად, ვიზიტორთა შორის ასევე იყვნენ დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები, პრაღის ამერიკული უნივერსიტეტის სტაფი და უცხოელი ახალგაზრდები.
სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დააგემოვნებინათ ქართული ღვინის ნაირსახეობა.
აღსანიშნავია, რომ გამოფენის დროს გამოყენებული პოსტერები ანგლო-ამერიკული უნივერსიტეტის მთავარ ეზოში 2 დღის განმავლობაში იქნება განთავსებული.