გიორგი გახარია: მე თუ გავხდი ხალხის თვალში სისხლიანი ჯალათი ეს ნიშნავს იმას, რომ ესეც ჩემი ტვირთია
მე თუ გავხდი ხალხის თვალში სისხლიანი ჯალათი ეს ნიშნავს იმას, რომ ესეც ჩემი ტვირთია, რომელსაც როგორმე ვატარებ, – აღნიშნული განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრაზე დასმული კითხვის პასუხად გააკეთა.
„მე თუ გავხდი ხალხის თვალში სისხლიანი ჯალათი, ეს ნიშნავს იმას, რომ ესეც ჩემი ტვირთია, რომელსაც როგორმე ვატარებ, იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ყველამ გაიგოს, რომ ძალადობრივად შეტევა ინსტიტუტებზე არის შეუძლებელი, ქვეყნის განვითარებასთან – შეუსაბამო. მე ამ ტვირთს, როგორმე ვატარებ“, – უპასუხა მინისტრმა ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ჟურნალისტის მიმართვას, რომ ის არის “ხალხის თვალში სისხლიანი ჯალათი და ამიტომ უნდა გადადგეს“.