გიორგი გახარია: მექნება საშუალება გაგიზიაროთ ის აზრი რისი თქმაც მსურს და ვთვლი, რომ აუცილებელია თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის

„მექნება საშუალება გაგიზიაროთ ის აზრი რისი თქმაც მსურს და ვთვლი, რომ აუცილებელია თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის“, – ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
ჟურნალისტებთან შეხვედრა თბილისში, რუსთაველის გამზირზე 20 ივნისს და მას შემდეგ განვითარებულ მოვლენებს შეეხება.
„ჩვენ ყველანი დღეს აქ შევიკრიბეთ საკმაოდ რთული საუბრისთვის, მაგრამ იმ საუბრისთვის, რომელიც აუცილებელია. ჩვენ, იმედი მაქვს, რომ გვექნება საშუალება შინაარსობრივად ვისაუბროთ იმაზე, რაც მოხდა 20 ივნისს. იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მძიმე დღე და მძიმე დღეები, რომელიც გადავიტანეთ ყველამ ერთად, გვექნება საშუალება, რომ განვიხილოთ, გავაანალიზოთ და გავუზიაროთ ერთმანეთს როგორც ჩვენი მოსაზრებები, ასევე, შეფასებები. ეს იყო მძიმე დღეები, ძალზედ რთული ღამე და სამწუხაროდ გვყავს დაშავებულები როგორც აქციის მონაწილეები ასევე, პოლიციელები და ჟურნალისტებიც და შეუძლებელია, რომ ჩვენ ყველამ ერთად, საზოგადოებასთან ერთად არ მივცეთ ამ ღამეს შეფასება. იმის მიუხედავად, რომ ვერ მოხერხდა პარლამენტის ტრიბუნიდან საუბარი, რასაც ვგეგმავდით ხვალისთვის, იმედი მაქვს, რომ თქვენ, როგორც ჩვენი სამოქალაქო სექტორის, ჩვენი მოქალაქეების მოსაზრებები, კითხვების, მათი განწყობების ობიექტური გადმომცემები იქნებით. თუმცა, ასევე მესმის, რომ იქნება საშუალება სუბიექტური შეფასებებსაც და მე მექნება საშუალება ასევე, მოგაწოდოთ და გაგიზიაროთ ის აზრი რისი თქმაც და მიტანაც, მე როგორც ამ უწყების ხელმძღვანელს მსურს და ვთვლი, რომ აუცილებელია თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის. ეს არის მიზანი და ვთვლი, რომ არ გვაქვს ახლა ჩვენ აქ ბევრი საუბრის აუცილებლობა, ყველას კარგად გვესმის კონტექსტი და ამიტომ ვთვლი, რომ აბსოლუტურად ყველანაირი პრობლემის გარეშე შეგვიძლია გადავიდეთ საქმეზე და მზად ვართ ღია, მწვავე, ობიექტური და თუნდა სუბიექტური საუბრისთვის და შეფასებისთვის. ვფიქრობ და მჯერა, რომ თქვენ ხართ მედია სექტორის ის წარმომადგენლები, რომლებიც ძალზედ ობიექტურად გრძნობთ იმას, რა კითხვებზე პასუხს ელის დღეს ჩვენი საზოგადოება”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები