კანონის დარღვევისთვის აზერბაიჯანის მოქალაქე დააჯარიმეს

კანონის დარღვევისთვის აზერბაიჯანის მოქალაქე დააჯარიმეს. როგორც შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, აზერბაიჯანის მოქალაქე ჯ.ა „წითელი ხიდის“ტერიტორიაზე აზერბაიჯანის მხრიდან მსუბუქი ავტომანქანით შემოვიდა. იმის გამო, რომ მგზავრს რამდენიმე საათით ადრე TAX-FREE-ის გამოყენებით ექსპორტზე გატანილი ჰქონდა დიდი ოდენობით მობილური ტელეფონი, მებაჟე-ოფიცრებს გაუჩნდათ ეჭვი.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დეტალური დათვალიერებისთვის ავტომანქანა სპეციალურ ანგარში გადაიყვანეს, სადაც აღმოჩნდა, რომ სავარძლის საზურგეებში, ძრავის განყოფილებაში და საბარგულში დამალული იყო TAX-FREE-ის გამოყენებით გატანილი 10 ცალი ტელეფონი, ერთი ცალი პლანშეტური კომპიუტერი და ტელეფონის აქსესუარები, კერძოდ: 16 ცალი დამტენი, 16 ცალი საყურისი და ერთი ცალი ელემენტი.
“ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აღნიშნული საქონლის ღირებულებამ 3467,03 ლარი შეადგინა. საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, აზერბაიჯანის მოქალაქე დაჯარიმდა არადეკლარირებული, დამალული საქონლის ღირებულების 100 %-ის ოდენობით და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 3467,03 ლარი“,- აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები