დღეს, 20:00 საათზე გიორგი გახარია პოლიტიკური თოქშოუების წამყვანებს შეხვდება
დღეს, 8 საათზე შს მინისტრი გიორგი გახარია უწყებაში პოლიტიკური თოქშოუების წამყვანებს შეხვდება. როგორც სამინისტროში აცხადებენ, შეხვედრა 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს შეეხება და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება.
“დღეს, 20 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართება მედიის წარმომადგენლებთან გიორგი გახარიას შეხვედრა გაიმართება. ფორმატით განისაზღვრა, რომ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ქართული ტელეარხების, პოლიტიკური თოქშოუების წამყვანები. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება და შინაგან საქმეთა მინისტრი უპასუხებს ყველა კითხვას, რომელიც 20 ივნისს და მას შემდეგ განვითარებულ მოვლენებს შეეხება”, – აცხადებენ უწყებაში.