ლარი კვლავ გაუფასურდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით 0.0321 პუნქტით გაუფასურდა.
1 აშშ დოლარის ფასი 2.8791 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი ასევე 2.8470 ლარი ღირდა.
0.0402 პუნქტით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებით ი და მისი ღირებულება 3.2758 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.2356 ლარი იყო.