კობა გვენეტაძე: ქვეყანაში სტაბილური და მშვიდი სიტუაცია მნიშვნელოვანია ბიზნესისა და სავალუტო კურსისთვის

„ქვეყანაში სტაბილური და მშვიდი სიტუაცია მნიშვნელოვანია ბიზნესისა და სავალუტო კურსისთვის“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განუცხადა.
მისივე განმარტებით, როდესაც ქვეყანას აქვს მცურავი გაცვლითი კურსი, ლარის კურსზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს.
„სწორედ მოლოდინების არხით მოხდა გადაცემა კურსზე და აისახა კიდეც. ზოგადად, კურსზე გავლენას ახდენს საგადამხდელო ბალანსი და აღვნიშნე, რომ დღეს გამოქვეყნდა ინფორმაცია და საგადამხდელო ბალანსზე უფრო მეტი განმარტება მოგვეცა. კარგი გაუმჯობესება გვაქვს პირველ კვარტალში, რაც ნიშნავს, რომ, ჯამურად, წელს, სხვა თანაბარ პირობებში, საგადამხდელო ბალანსი კიდევ უფრო გაუმჯობესდება, თუმცა უფრო ნაკლებად, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ამ ეტაპზე შესაძლებელია, დანაკლისი იყოს 200-300 მილიონი აშშ დოლარი, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ტურისტები ჩანაცვლდებიან ან სხვა გზებით შემოვლენ, შეიძლება, ეს დანაკარგიც არ იყოს. მოგეხსენებათ, 2014-2015 წლებში საგარეო შოკის დროს გაცილებით მეტი იყო ამ შემოსავლების შემცირება. ზოგადად, ქვეყანაში სტაბილური და მშვიდი სიტუაცია მნიშვნელოვანია ბიზნესისა და სავალუტო კურსისთვის“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები