სოფელ ყარაჯალაში მამაკაცი თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში 40 წლამდე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით თანასოფლელმა მოკლა.
​მამაკაცს ჭრილობა გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
​როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მომხდარი ფაქტი თანასოფლელებს შორის წარსულში დაწყებულ კონფლიქტს უკავშირდება. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილი სოფელში დედის სანახავად იყო ჩასული.
​როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
​მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებებიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები