პატიმრების ნაწილმა შიმშილობა დაიწყო – რას აცხადებს სოზარ სუბარი?
პატიმრების ნაწილმა შიმშილობა დაიწყო. ინფორმაციას სასჯელაღსრულების მინისტრიც ადასტურებს. სოზარ სუბარის ცნობით, პროტესტის უკიდურეს ფორმას რუსთავის მე-6 და გლდანის მე-8 დაწესებულების ის მსჯავრდებულები მიმართავენ, რომლებსაც უვადო პატიმრობა აქვთ მისჯილი. საპროტესტო აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ცვლილებასა და საკუთარი საქმეების გადახედვას ითხოვენ. ამ ეტაპზე მოშიმშილე პატიმართა ზუსტი რაოდენობა უცნობია.
“რამდენიმე კვირაა ინფორმაცია გვაქვს, რომ ისინი სწორედ დღეიდან აპირებდნენ შიმშილობის დაწყებას, რამდენი ადამიანი ჩაერთო, ამაზე ლაპარაკი ცოტა ძნელია. ზოგადად უნდა ითქვას, რომ უვადო პატიმრებისთვის გარკვეული საკანონმდებლო ცვლილება და შეღავათი გაკეთდა. პრეზიდენტის ბრძანებულებაში ჩაიდო მუხლი, რომლითაც თუ აქამდე კომისიას 25 წლიიანი მსჯავრის შემთხვევაში შეეძლოთ მათი საქმის განხილვა, ახლა ეს ვადა 15 წლამდე შემცირდა. სასამართლომ ყველა უვადო პატიმრის საქმე განიხილა“, – განაცხადა სუბარმა.