თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება – ამის შესახებ ინფორმაციას “თელასი” ავრცელებს.
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, სააკაძის მოედანის, ბალანჩივაძის, არჩილ სულაკაურის, იოსებიძის, კოსტავას, ბახტრიონის, სულხან ცინცაძის, საბურთალოსა და ხვიჩიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას VI, VII კვარტლების, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, კაპანელის, პეტრე ქავთარაძის, შავიშვილის, უნივერსიტეტის, ზურაბ ანჯაფარიძისა და მამასახლისოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანი მასივის III, IIIა, V მიკრორაიონიების, თიანეთის გზატკეცილის, მამკოდის დასახლების, გაგარინის, ვირთაგვას, მორეტის, გმირ კურსანტთა, ტაბიძის, ნიკო კეცხოველისა და მემედ აბაშიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოგოლის, ჩუბინაშვილის, მიხეილ წინამძღვრიშვილისა და კონსტიტუციის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორკის, ბუხაიძის, ნათიშვილის და ჯავახიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I, II კვარტლების, ანაპის 414 დივიზიის, გურამ ქუთათელაძისა და ჩარგლის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, დიდუბის დასახლების, თორნიკე ერისთავისა და შატილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
13:30 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვეკუას, ბარათაშვილის, ათონელის, ფურცელაძის, სულხანიშვილისა და ორბელიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის მაცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საქნავთობის დასახლების, ლილოს დასახლების, ჭირნახულისა და ნამორაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოკა კლდიაშვილის, მცხეთის, მარუხის გმირთა და რადიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მელიქიშვილის, კოსტავას, ღამბაშიძის, ქუჩიშვილისა და როდენის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები