აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათი ორი მოთხოვნა უკვე შესრულებულია და აქციებს გახარიას გადადგომის მოთხოვნით განაგრძობენ

20-21 ივნისს აქციაზე დაკავებული ყველა პირი გათავისუფლებულია, – ამის შესახებ თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, აქციის ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, სამი მოთხოვნიდან ორი უკვე შესრულებულია და ისინი აქცენტს ახლა მთავარ მოთხოვნაზე გააკეთებენ, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ეხება.

შესაბამისად, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ განთავსებულ ბანერზე, სადაც მათი მოთხოვნებია ჩამოთვლილი, მესამე მოთხოვნა – დაკავებულთა გათავისუფლება – გადახაზეს.

აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების განცხადებით, ისინი არ აპირებენ მოთხოვნების კორექტირებას და აქციას სწორედ იმ მოთხოვნებით განაგრძობენ, რაც თავიდან დააყენეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები