„მიშამ ფონდიდან 200 000 რომ მოგცა, ის ფილმი გადაიღე?“ – ზაზა კევლიშვილი მიშა მშვილდაძეს მიმართავს

მუსიკოსი ზაზა კევლიშვილი მიშა მშვილდაძეს 2013 წელს, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 200 000 ლარის მითვისებაში ადანაშაულებს და ირწმუნება, რომ ამ საქმეზე პროკურატურაში გამოძიებაც იყო დაწყებული.

„კაი რა მართლა და მართლა. ამ აქციის ორგანიზატორებიდან ძალიან ბევრი მიბმულები ხართ მიშა სააკაშვილზე კუდით. არ მინდოდა ამის თქმა მარა, მიშა მშვილდაძევ, შენზე არაა საქმე აღძრული? არ გედავებიან ფულის მოტეხვას ბიუჯეტიდან? მიშამ რო მოგცა 2013-ში „ანტისაოკუპაციო“ ფილმის გადასაღებად ფონდიდან 200 000 ლარი ის ფილმი გადაიღე? ან „ვაბშე“ ერთი კადრი მაინც თუ გაქვთ მაგ ფილმის გადაღებული? ფორმულა პროდაქშენია თუ ბიჯეტის მოპარვის ფორმულა? ახლა პუტინის ჯმა რომ ინდულგენციაა ამ ქვეყანაში ეს კი ვიცი – მარა როდემდე“ – წერს ზაზა კევლიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობილია, რომ აუდიტის სამსახური საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის 2012-2103 წლების საქმიანობის შესწავლას ახორციელებდა. რევიზიის შედეგად გამოვლინდა, რომ 2013 წელს, ფორმულა „ფროდაქშენმა“ მისი დირექტორის, მიშა მშვილდაძის სახით მიმართა იმჟმინდელ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და ანტისაოკუპაციო ფილმის გადაღებაში დახმარება სთხოვა. მიხეილ სააკაშვილმა თხოვნა დააკმაყოფილა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ანტისაოკუპაციო ფილმის გადასაღებად 191 000 ლარი გამოყო.

იმავე წლის 15 აპრილს, თანხა გადაერიცხა შემსრულებელს – შპს „ფორმულა ფროდაქშენს“, თუმცა, როგორც ზაზა კევლიშვილი ამბობს, დღემდე ასეთი ფილმი არ დამზადებულა და შესაბამისად, ამ თანხის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ გააჩნდა.

აუდიტის მიერ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამოთხოვილი იქნა შპს „ფორმულა პრესკო ფროდაქშენის“ მიერ წარდგენილი ინფორმაცია, საიდანაც ირკვევა, რომ ფილმის გადასაღებად მიღებული თანხა კომპანიას გახარჯული აქვს ხელფასებში, გადასახადებში და ა.შ. მათი განმარტებით, როდესაც თანხა მოითხოვეს არ იყო მითითებული, თუ როდის გადაიღებდნენ ფილმს, თუმცა აზუსტებდნენ რომ ფილმს დაასრულებდნენ 2017 წელს.

პროკურატურაში ადასტურებენ, რომ ამ საკითხზე გამოძიება კვლავაც გრძელდება და თავის დროზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო აუდიტის სამსახურიდან მიღებული ინფორმაცია.

წყარო: primetime.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები