ნათია თურნავა: კომერციულ ბანკებთან ერთად ვმსჯელობთ, დახმარების რა კონკრეტული გეგმა შევთავაზოთ ტურიზმის ინდუსტრიას

„კომერციულ ბანკებთან ერთად ვსაუბრობთ იმ გამოწვევებზე, რაც დაუდგა ჩვენს ტურისტულ ინდუსტრიას. იკვეთება შესაძლებლობა, რომ ჩვენს ხელთ არსებული სხვადასხვა ფინანსური მხარდაჭერის სქემა და ფინანსური პროდუქტი, მათ შორის –  საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი, მოვარგოთ დღევანდელ გამოწვევებს. ძალიან მალე ვიქნებით მზად, რომ კონკრეტული გეგმით დავუბრუნდეთ ჩვენს ტურისტულ ინდუსტრიას”, – ეს განცხადება ნათია თურნავამ ეკონომიკის სამინისტროში გამართული სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა, რომელშიც საქართველოს ყველა კომერციული ბანკის წარმომადგენელი მონაწილეობდა.
მინისტრმა საბანკო სექტორთან ერთად იმსჯელა იმ გეგმის ჩამოყალიბებაზე, რომელიც ტურისტულ სექტორში მოქმედ ბიზნესს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო სეგმენტს, არსებული რეალობიდან გამომდინარე, ნეგატიურ ზეგავლენებს შეუმსუბუქებს.
შეხვედრაზე კომერციული ბანკების წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს ეკონომიკის მინისტრის ინიციატივა, გამოხატეს აქტიური მხარდაჭერა და გამოთქვეს იმედი, რომ ერთობლივი მუშაობით მალე ჩამოყალიბდება ტურისტული სექტორის მხარდაჭერის კონკრეტული მიმართულებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები