ირაკლი ღარიბაშვილი: მერკელთან შეხვედრის შემდეგ მოტივაცია კიდევ უფრო გამიუმჯობესდა

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ინტერვიუ მისცა გერმანიის სახელმწიფო არხს ZDF.
„ასეთი სტუმარი იშვიათად თუ ეწვევა ბერლინს. ირაკლი ღარიბაშვილს უყვარს ევროპა, აღტაცებულია ევროკავშირით და საქართველოს პრემიერი არის საჩვენებელი ევროპელი, მიუხედავად იმისა, რომ მისი ქვეყანა აზიაში მდებარეობს. ანგელა მერკელი და ევროპის სხვა ქვეყნის მეთაურები, ევროპელობის სურვილის მქონე ამ წარმომადგენელს, მუდმივად მხარს უჭერენ“, – ასე წარადგინეს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის სახელმწიფო არხზე ინტერვიუს დაწყებისას.
პრემიერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა და ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ ევროკავშირთან ინტეგრაცია არა მხილოდ მისი, არამედ საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტის სურვილია.
„საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს არა მარტო ჩემი მმართველობის უმნიშვნელოვანეს საკითხს, არამედ ეს არის ჩემი ქვეყნის მოსახლეობის გადაწყვეტილება. 80%-ზე მეტი ქართველის სურვილი იყო ევროკავშირის დიდი ოჯახის წევრი გამხდარიყო. რა თქმა უნდა ჩვენ ვხვდებით, რომ გვესაჭიროება დრო, მაგრამ ასოცირების ხელმოწერის ხელშეკრულების ხელმოწერა ევროპასთან, არის დამატებითი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციის საკითხში. ეს არის ჩვეთვის მნიშვნელოვანი მოტივაცია, რომ გავაღრმავოთ და გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაცია ყველა სფეროში რათა სამომავლოდ გვქონდეს მეტი შესაძლებლობები. ევროპას და საქართველოს გააჩნია საერთო ისტორია, გაგვაჩნია საერთო კულტურა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ გაგვაჩნია საერთო ღირებულებები“, – განაცხადა პრემიერმა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ მას ევროკავშირთან დაახლოების მოტივაცია კიდევ უფრო გაუმძაფრდა.
„მე არ ვარ იმედგაცრუებილი, არამედ პირიქით, უფრო მოტივირებული, განსაკუთრებით, კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ ეს მოტივაცია კიდევ უფრო გამიუმჯობესდა. ერთი რამ უნდა გვახსოვდეს, რომ ევროპასთან ჩვენი კავშირი არ მოხდება ერთ ან ორ დღეში. ეს საჭიროებს დროს. ეს არის ჩვენზე დამოკიდებული, თუ როგორ სწრაფად განვვითარდებით, რამდენად სწრაფად შევასრულებთ დანაპირებს და რამდენად სწრაფად განვახორციელებთ ჩვენი ქვენყნის მოდერნიზაციას“, – აღნიშნა ღარიბაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები