მეტროსადგურ „ნაძალადევში“, ვაგონში დაკვამლიანების გამო, მოძრაობა მცირე ხნით შეფერხდა

მეტროსადგურ „ნაძალადევში“, ვაგონში დაკვამლიანების გამო, მოძრაობა მცირე ხნით შეფერხდა, რის შედეგადაც ერთ-ერთი მგზავრი შეუძლოდ გახდა. მას სასწრაფოს ექიმთა ბრიგადამ ადგილზე სამედიცინო დახმარება ჩაუტარა.
როგორც „კვირას“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მოძრავი შემადგენლობის ერთი ვაგონი გაუმართავი იყო, რის გამოც მოძრაობა 6 წუთის განმავლობაში შეჩერებული იყო.
„მოძრავი შემადგენლობის ერთი ვაგონი გაუმართავი იყო, რომელიც გადაიყვანეს ჩიხში. ამის გამო, მოძრაობა 6 წუთის განმავლობაში შეფერხებული იყო. მთლიან შემადგენლობას პრობლემა არ ჰქონია, მხოლოდ ერთი ვაგონის გაუმართაობა დაფიქსირდა. მატარებელი დაიცალა მგზავრებისგან. ასევე, გიდასტურებთ, რომ ერთ-ერთი მგზავრი ცუდად გახდა, რის გამოც გამოძახებულ იქნა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა და მას შესაბამისი პირველადი დახმარება გაეწია. ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია“, – განუცხადეს „კვირას“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები