გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის მონიტორინგის შედეგები ცნობილია

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით აგრძელებს. სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები ისაზღვრება. გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდისა (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.
“18 ივნისს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე 1.1-ჯერ, ხოლო რუსთავში 2.4-ჯერ. 19 ივნისს თბილისში წერეთლის გამზირზე უმნიშვნელოდ. 20 და 21 ივნისს ისევ მხოლოდ თბილისში წერეთლის გამზირზე 1.1-ჯერ, 22 ივნისს თბილისში წერეთლის გამზირზე და აგლაძის ქუჩაზე განთავსებულ მობილურ ავტომატურ სადგურზე 1.1-ჯერ, ხოლო რუსთავში 1.2-ჯერ. 23 ივნისს თბილისში აგლაძის ქუჩასა და რუსთავში 1.4-ჯერ, 24 ივნისს მხოლოდ რუსთავში 1.1-ჯერ.
ამ დღეების განმავლობაში მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირსა და ქუთაისში 1.2-ჯერ, ხოლო თბილისში – ყაზბეგის გამზირზე 1.1-ჯერ. ასევე, ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალოწლიურ ნორმაზე გადაჭარბება ქალაქ თბილისში წერეთლის გამზირზე და ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.5-ჯერ.
ქალაქ თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად გასულ კვირას ჰაერის სინჯები აღებული იქნა ქალაქის ოთხ ლოკაციაზე: მოსკოვის გამზ. N33, საბავშვო ბაგა-ბაღი N86-თან; მოსკოვის გამზირი, V კვარტალი, მე-11 კორპ. საბავშვო ბაგა-ბაღი N128-თან; მოსკოვის გამზირი, II კვარტალი, საჯარო სკოლა N124-თან; მოსკოვის გამზ. N37, საჯარო სკოლა N86-თან. ჰაერის სინჯები გაიგზავნა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას.
ყოველკვირეულად ინფორმაცია გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ ქვეყნდება გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე nea.gov.ge, ხოლო ყოველდღიური მონაცემების ნახვა შესაძლებელია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე air.gov.ge”, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები