ტაქსების რეფორმის ფარგლებში მძღოლებისთვის მერიის მიერ შემუშავებული ვაუჩერები 10 აგვისტომდე გაიცემა

თბილისის მერი, კახა კალაძე დღეს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ტაქსების რეფორმის საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, მერიის მიერ შემუშავებული ვაუჩერების გაცემის ვადა მიმდინარე წლის 10 აგვისტოა, ხოლო მისი განაღდების ბოლო ვადა – პირველი ოქტომბერი.
„მინდა, კიდევ ერთხელ შევეხო რეფორმას, რომელიც გასულ წელს დავიწყეთ – ტაქსების რეფორმის საკითხს. მერიის მიერ შემუშავებული ვაუჩერების გაცემის ვადა მიმდინარე წლის 10 აგვისტოა, რაც იმას ნიშნავს, რომ მიღების მსურველებმა შესაბამის მისამართზე უნდა მიმართონ კომპანიას. ვაუჩერის განაღდების ბოლო ვადა მიმდინარე წლის პირველი ოქტომბერია, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაუჩერის განაღდება, ანუ ავტომანქანის ფერის შეცვლა (შეღებვა ან თეთრი ფირის გადაკვრა), ასევე, ქიმწმენდა, უნდა მოხდეს პირველ ოქტომბრამდე.
არაერთხელ გვისაუბრია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ რეფორმის განხორციელება, რათა ბენეფიტი მიიღონ როგორც ტაქსის მძღოლებმა, ვინც ამ სერვისს ახორციელებს, ასევე – ადამიანებმა, რომლებიც ამ სერვისით სარგებლობენ. ეს მიმართულება აუცილებლად უნდა იყოს მოწესრიგებული ჩვენს ქვეყანაში, როგორც, ზოგადად, სატრანსპორტო პოლიტიკაში გვაქვს ნათქვამი. აღარ გავაგრძელებ, რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტი და რა ნაბიჯებია გადადგმული ამ მიმართულებით“, – განაცხადა კახა კალაძემ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები