კახა კალაძე: 20-21 ივნისს რუსთაველზე მყოფ სასწრაფო დახმარების ყველა წევრს მადლობის სიგელები და ფულადი ჯილდო გადაეცემა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, თბილისში რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს აქციის დროს მყოფი სასწრაფო დახმარების ჯგუფების ყველა წევრს მადლობის სიგელები და ფულადი ჯილდო გადაეცემა. მან, ასევე, დღეს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მოვლენების გაშუქებისთვის მედიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.
„მათი თავდაუზოგავი შრომის შედეგად ჩვენს არაერთ მოქალაქის პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია და სამედიცინო დაწესებულებაში დროულად მოხდა მათი გადაყვანა. სასწრაფო დახმარების ჯგუფის თითოეულ წევრის მიმართ მინდა, ძალიან დიდი პატივისცემა გამოვხატო. ძალიან დიდი მადლობა მინდა, მათ გადავუხადო. ისინი, როგორც გითხარით, 24 საათის განმავლობაში თითოეული ჩვენი მოქალაქის გადასარჩენად ზრუნავდნენ რუსთაველის გამზირზე მომხდარი მოვლენების დროს. მინდა, აღვნიშნო, რომ მუნიციპალიტეტის, მერიის სახელით 20-21 ივნისს აქციის დროს რუსთაველის გამზირზე მყოფი ჯგუფების ყველა წევრს გადაეცემათ მადლობის სიგელები და, ასევე, ფულადი ჯილდო. გულწრფელი მადლობა მართლაც ამ ადამიანებს. ასევე, ამ დარბაზში ჩვენთან ერთად იმყოფებიან მედიის წარმომადგენლები და მე მაქვს საშუალება, მათ პირადად ვუთხრა მადლობა 20-21 ივნისის მოვლენების გაშუქებისთვის. სამწუხაროდ, არეულობის დროს ჟურნალისტებიც დაშავდნენ და მინდა, ყველას გამოჯანმრთელება ვუსურვო – ყველა ადამიანს, ვინც დაშავდა ამ მოვლენების გამო. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი დღეს არის მათი მდგომარეობა და მათი ჯანმრთელობის გაუმჯობესება. ასე რომ, ძალიან დიდი მადლობა მედიასა და ჟურნალისტებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები