გიორგი მშვენიერაძემ აქციაზე გიორგი გახარიას ტელეფონის ნომერი საჯაროდ გამოაცხადა და მოუწოდა მოქალაქეებს, შს მინისტრისთვის მიეწერათ: „წადი!“

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მონაწილეებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელმა, გიორგი მშვენიერაძემ მოუწოდა, მობილური ტელეფონები მოემარჯვათ, გაეხსნათ შეტყობინების ველი და მოწოდება „წადი!!!” შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას პირად ნომერზე გაეგზავნათ, რომელიც საჯაროდ გამოაცხადა.

„ახლა მაინც გაიგონებს ჩვენს ხმას”, – განაცხადა მშვენიერაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები