პარლამენტთან აქციაზე დაპირისპირება მოხდა (ვიდეო)

საქართველოს პარლამენტის შენობასთან დღევანდელ აქციაზე ინციდენტი მოხდა.

აქციის ერთ-ერთ მონაწილეს სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მიეცა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნული პირი კითხვის დასმას აპირებდა, თუ რატომ გამოვიდნენ დღეს ტრიბუნასთან პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინათინ ბოკუჩავა, თუმცა მას ამის საშუალება არ მიეცა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

ინციდენტში ჩაერთო პოლიცია, რის შემდეგაც ადგილზე ვითარება განიმუხტა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები