საპატრიარქო: შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, წელს ამჯობინეთ დასვენება საქართველოში
საქართველოს საპატრიარქო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
ისინი ხელისუფლებასა და ბანკის ხელმძღვანელებს მოუწოდებენ, ტურისტულ სექტორში დასაქმებულ კრედიტორებს მაქსიმალური შეღავათი გაუწიონ.
“19 ივნისიდან განვითარებულმა მოვლენებმა შეიძლება, ტურისტული მომსახურების სფეროში ჩართული არაერთი ჩვენი მოქალაქე სერიოზულად დააზარალოს, რადგან ბევრ მათგანს აღებული აქვს საბანკო კრედიტი და პრობლემები შეექმნება მის დაფარვაში.
ამიტომაც ვთხოვთ ხელისუფლებასა და ბანკების ხელმძღვანელებს, ვიდრე ვითარება შეიცვლება, მაქსიმალურად გაუწიონ შეღავათი ტურისტულ სექტორში დასაქმებულ კრედიტორებს.
ამასთან, ვთხოვთ ჩვენს მრევლს – შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, წელს ამჯობინეთ დასვენება საქართველოში”, – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავცელებულ განცხადებაში.