საპატრიარქო ხელისუფლებას: მაქსიმალური ლოიალობა გამოიჩინეთ 21 ივნისს აქციის დროს დაკავებული პირების მიმართ

საქართველოს საპატრიარქო ხელისუფლებას მიმართავს თხოვნით, მაქსიმალური ლოიალობა გამოიჩინონ 21 ივნისს აქციის დროს დაკავებული პირების მიმართ.
აღნიშნულის შესახებ საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი.
„კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ გულისტკივილს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და თანავუგრძნობთ ყველა დაზარალებულს.
ამასთან, მივმართავთ ხელისუფლებას, კანონის შესაძლებლობის ფარგლებში, გამოიჩინონ მაქსიმალური ლოიალობა განსასჯელთა მიმართ.
მართალია, მათი ნაწილი უკვე გათავისუფლდა, მაგრამ ვთხოვთ, იყვნენ შემწყნარებელნი იმ სხვა დაკავებულთადმიც, რომელნიც, გულწრფელ ემოციებს აყოლილნი, ჩაერთნენ პროცესებში. ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები