წერეთლის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ფეხითმოსიარულე დაშავდა

თბილისში, წერეთლის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საშუალო ასაკის ქალი დაშავდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს დაეჯახა.
როგორც „კვირას“ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაშავებული ალადაშვილის სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად პაციენტმა ზურგისა და ხერხემლის დაზიანება მიიღო.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც „კვირას“ უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები