რუსთაველის გამზირზე აქციის დროს დაშავებულებიდან სხვადასხვა საავადმყოფოში 13 პაციენტი რჩება
ამ დროისათვის, თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოში 13 პაციენტი რჩება, რომელიც 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავდა – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი ინფორმაციით, სტაბილური მდგომარეობა აღენიშნება რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფ ორ პაციენტს.
ავთანდილ თალაკვაძის ინფორმაციით, დღის ბოლომდე შესაძლოა, სამედიცინო დაწესებულება კიდევ 5-მა პირმა დატოვოს.
ჯანდაცვის სამინისტრო, სპეციალისტებთან ერთად, უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს.