სოფელ მაჩხვარეთში 32 წლის მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჩხვარეთში 32 წლის მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი პირველად დედამ ნახა.
​რა გახდა ახალგაზრდა მამაკაცის თვითმკვლელობის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
​მათივე ინფორმაციით, მომხდარზე დანიშნულია ექსპერტიზაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები