„თი-ბი-სი სტატუსის“ მხარდაჭერით, ZEG – Tbilisi Storytelling Festival ჩატარდა
Impact Hub Tbilisi-ს და Coda Story-ს ორგანიზებით და „თი-ბი-სი სტატუსის“ მხარდაჭერით, ZEG – Tbilisi Storytelling Festival – რეგიონში ამბის თხრობის პირველი საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა.
ფესტივალმა სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალები გააერთიანა, რომლებმაც აუდიტორიას ამბის გადმოცემის თავიანთი უნიკალური ხერხები გაუზიარეს. კინო, მედია, ფოტოგრაფია, განათლება, ლიტერატურა, მეწარმეობა, პარფიუმერია – ეს ის სფეროებია, რომლის შესახებაც ფესტივალის განმავლობაში არაერთი დისკუსია გაიმართა.
სამდღიან ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს როგორც ქართველმა, ისე მოწვეულმა სპიკერებმა, მათ შორის 29 უცხოელმა სტუმარმა: Warner&Bro’s Pictures-ის ვიცე-პრეზიდენტი – ქეით ადამსი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი და რამდენიმე წიგნის ავტორი – სუკეტუ მეჰთა, საგანმანათლებლო პლატფორმა “მასტერკლასის” დამფუძნებელი – აარონ რასმუსენი, Vogue 73 Questions-ის ავტორი და მოდერატორი – ჯო საბია, მაგნუმ ფოტოს პრეზიდენტი – ტომას დვორჟაკი, ასევე BBC-ის, CNN-ის, New York Times-ის, The Guardian-ის, The Economist-ის ჟურნალისტები.
ZEG – Tbilisi Storytelling Festival-მა გააერთიანა შეხვედრები, ვორქშოფები, დისკუსიები და საუბრები. სპეციალურად ჟურნალისტებისათვის მასტერკლასები და ვორქშოფები ჩატარდა. ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ „სთორითელინგის” როგორც ტრადიციულ, ისე ინვოვაციურ მეთოდებს გაცნობოდნენ.
ფესტივალის ფარგლებში 2 შეხვედრა სპეციალურად „თი-ბი-სი სტატუსის“ მომხმარებლებისათვის ჩატარდა. პირველ შეხვედრაზე ჯო საბიამ და აარონ რასმუსენმა ძირითადი საქმიანობის პარალელურად, დამატებითი პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მეორე შეხვედრაზე კი ტომას დვორჟაკმა და ინეკე სმიტმა მათი საერთო პროექტი – “Khidi – The Bridge” გააცნეს აუდიტორიას, რომელიც დვორჟაკის ავღანეთში გადაღებულ ქართველი სამხედროების ფოტოებსა და ინეკე სმიტისა და იერონ სტოუტის მხატვრული ფილმის სცენარს აერთიანებს.
R