საქართველოს პარლამენტთან აქცია დასრულდა

0

საქართველოს პარლამენტის შენობასთან დღევანდელი აქცია დასრულდა.

აქციის ბოლოს დემონსტრანტებმა პარლამენტის შენობას სიმბოლურად წრე შეამოარტყეს და საქართველოს ჰიმნი იმღერეს.

ამით აქციის ოფიციალური ნაწილი დასრულდა. დემონსტრანტები რუსთაველის გამზირს ტოვებენ, თუმცა შესაძლოა, გუშინდელის მსგავსად, პარლამენტის წინ აქციის რამდენიმე მონაწილე მთელი ღამით დარჩეს.

ორგანიზატორები აცხადებენ, რომ აქციები გაგრძელდება, სანამ არ გადადგება შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და არ გათავისუფლდებიან 20 ივნისის ღამეს დაკავებული აქციის მონაწილეები.

კომენტარები

კომენტარი