Sounds of Georgia აქციას #spendyoursummeringeorgia უერთდება – ბილეთები სპეციალურ ფასად გაიყიდება

საქართველოს ტურისტული სექტორის მხარდასაჭერად, პროექტის Sounds of Georgia ბილეთები ივლისის თვეში გაიყიდება სპეციალურ ფასად – 20 ლარად, და მათი შეძენა შესაძლებელია პროექტის საიტის www.soundsofgeorgia.com მეშვეობით.

თბილისში ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს პროექტი Sounds of Georgia. ეს არის სპეციალურად ტურისტებისთის შექმნილი მრავალჟანრობრივი ცოცხალი ქართული მუსიკის რეგულარული მინი-კონცერტები კოლორიტურ ადგილებში. მინი-კონცერტები კვირაში ოთხჯერ სხვადასხვა განსხვავებულ ადგილას იმართება, და ყოველ მათგანს თავისი განსაკუთრებული ხიბლი აქვს.

ივლისისკონცერტების ცხრილი შემდეგია:
3, 10, 17 ივლისი 17:00 საათი
თბილისურიეზო
მინი-კონცერტი ტრადიციულ იტალიურ ეზოში, სადაც ტურისტები ქართულ სტუმართმასპინძლობას იცნობენ და ოჯახში მომზადებულ ტკბილეულს აგემოვნებენ.
მისამართი: ტურგენევის ქ. 2 და ჯავახიშვილის ქ. 37 კვეთა, ღრმა ეზო
4, 11, 18 ივლისი 17:00 საათი
ვერანდა
მინი-კონცერტი ძველ თბილისში, პანორამული ხედით, საიდანაც მთელი ქალაქი ხელისგულზე ჩანს.
მისამართი: ევროპის მოედანი, ღვინის აღმართი, დუტუ მეგრელისქ. 2, სასტუმრო „ნატა“
5, 12, 19 ივლისი 17:00 საათი
ისტორიული ბაღი
კონცერტი თეკლა ბატონიშვილის ისტორიულ ბაღში.
მისამართი: ერეკლე II მოედანი, 10, სასტუმრო „თეკლა“
6, 13, 20 ივლისი 17:00 საათი
ღვინის მარანი
მინი-კონცერტი ღვინის მარანში და იშვიათი ქართული ღვინის დაგემოვნება
მისამართი: აღმაშენებლის 9, ღვინისბარი Wine Station Tbilisi, ახალიტიფლისი

პროექტი სოციალურ ხასიათს ატარებს, რადგან მასში როგორც პროფესიონალი მუსიკოსები, ასევე რიგით თბილისელები და კონსერვატორიის სტუდენტები მონაწილეობენ.
Sounds of Georgia ემსახურება ტრადიციული ქართული მუსიკის პოპულარიზაციას, ტურიზმის და მუსიკალური ინდუსტრიის განვითარებას, და ახალგაზრდა მუსიკოსების დასაქმებას. პროექტის სტარტიდან მას უკვე 2000-ზე მეტი ტურისტი ეწვია. პროექტი ზაფხულის სეზონს 20 ივლისს დახურავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები