ნათია თურნავა: რუსეთი არის მოცულობითი ბაზარი, მაგრამ არ მინდა, ვიჩქარო ამ მიმართულებით
არ ვიჩქაროთ, დავაკვირდეთ მოვლენებს, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ რუსეთში ქართული ღვინის შესაძლო აკრძალვის შესახებ ინფორმაციაზე განაცხადა.
„მე არ ვიჩქარებდი, თქვენც მოგიწოდებთ, რომ არ ვიჩქაროთ, დავაკვირდეთ მოვლენებს. ეს გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის. ეს არის გამოწვევა. რუსეთი არის მოცულობითი ბაზარი, მაგრამ არ მინდა, ვიჩქარო ამ მიმართულებით“, – განაცხადა თურნავამ.