“ჯორჯიან მანგანეზში” დასაქმებული მაღაროელები განცხადებას ავრცელებენ

შპს “ჯორჯიან მანგანეზში” დასაქმებული მაღაროელები განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც ” კვირა” უცვლელად გთავაზობთ:
“გაცნობებთ, რომ ბოლო დღეებში რამდენიმე პირისა და მედიასაშუალების მიერ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, ჭიათურის მაღაროელები გაფიცვის განახლებას გეგმავენ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ დღეს “ჯორჯიან მანგანეზში” დასაქმებულთა გაფიცვის საფუძ​ველი არ არსებობს. შეთანხმების ყველა პუნქტი, რომელიც მაღაროელებსა და კომპანიას შორის დაიდო, ეტაპობრივად სრულდება – გაზრდილი ხელფასები მაღაროელებზე უკვე გაიცა, გამოსწორებულია კვების ხარისხი.
მაღაროელები კატეგორიულად ემიჯნებიან მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელებას და აღნიშნულს საზოგადოების შეცდომაში შეყვანად აფასებენ”, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს ადვოკატი გია ფოლადიშვილი აწერს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები