ირაკლი ოქრუაშვილი: მივმართავთ პოლიტიკურ სპექტრს, ნუ დავიწყებთ აჟიტირებას შემოთავაზებული პროპორციული არჩევნების გამო

​”დღეს ივანიშვილის მიერ პროპორციული არჩევნების შემოთავაზება გახლავთ ჩვენი ახალგაზრდებისა და არამარტო ახალგაზრდების შეუპოვარი ბრძოლის, ნაწილობრივი ბრძოლის შედეგი”, – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოსთვის“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა.
რაც შეეხება ნულპროცენტიან ბარიერს – ოქრუაშვილის შეფასებით: “ნულპროცენტიანი ბარიერით პროპორციული არჩევნების შემოთავაზება სხვა არაფერია, თუ არა ივანიშვილის მიერ თაღლითური სქემით ძალაუფლების შენარჩუნების გზა”.
მისი თქმით, ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტია, რომელიც მიესალმება ამას, უნდა აცნობიერებდეს, რომ შეიძლება, აღმოჩნდეს პოლიტიკურ ხაფანგში.
“ეს გახლავთ პრაქტიკულად და შინაარსობრივად მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნება, როდესაც ივანიშვილი დღეს არსებულ ახალ მაჟორიტარებს შეაქმნევინებს პარტიებს და შეეცდება, მათი მეშვეობით შეინარჩუნოს უმრავლესობა პარლამენტში. ყოველივე ამის შედეგად ჩვენ მოვითხოვთ, რომ პროპორციული არჩევნების ჩატარების მიზნით შეიქმნას სახალხო ნდობის მთავრობა, რომელიც უზრუნველყოფს ახალი არჩევნების სამართლიანად ჩატარებას. ჩვენ მოვითხოვთ, რომ რიგითი პროკურორის თანამდებობაზე დაინიშნოს სახალხო ნდობის მქონე პიროვნება, რომელიც გამოიძიებს სამი დღის წინანდელ განვითარებულ მოვლენებს. ჩვენ, ასევე, მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა ის ადამიანი, რომელიც დაკავებულია. მივმართავთ პოლიტიკურ სპექტრს, ნუ დავიწყებთ აჟიტირებას შემოთავაზებული პროპორციული არჩევნების შედეგად და კარგად გავაცნობიეროთ, რასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები