აკაკი ზოიძე: სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს 18 წლის გოგონას საზღვარგარეთ მკურნალობისთვის

„სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს 18 წლის გოგონას საზღვარგარეთ მკურნალობისთვის”, – ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განაცხადა.
როგორც აკაკი ზოიძემ აღნიშნა, იგი ესაუბრა ოჯახს და ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამის გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მიიღებს.
“რამდენადაც ვიცი და მე მქონდა ამაზე საუბარი თვითონ ოჯახთანაც, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს,  მათ შორის, საზღვარგარეთ მკურნალობისთვის. ნამდვილად უმძიმესია 18 წლის ასაკში ასეთი ტრავმა თავად გოგონასა და მისი ოჯახისთვის. ძალიან მხნე და ვაჟკაცური გოგონაა. იქ, ასევე, არის ახალგაზრდა, რომელმაც   თვალი დაკარგა. მძიმეა ორი პაციენტის მდგომარეობა. ვრცელდება ინფორმაცია, მათ შორის სოციალური მედიითაც, თითქოს, რაღაც სჭირდება და არ კეთდება. მინდა, გითხრათ, რომ ყველაფერი კეთდება, რაც შესაძლებელია  მათი სიცოცხლის გადასარჩენად და ამისათვის სპეციალისტებიც კი არიან ჩამოყვანილები. მადლობა ეკას ტიკარაძეს, მთავრობასა და პრემიერმინისტრს. ყველაფერი გაკეთდება, თუ საჭირო გახდება  საზღვარგარეთ გადაყვანაც მოხერხდება”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
აკაკი ზოიძის თქმით, მნიშვნელოვანია, პასუხი აგოს ყველამ, ვინც ამ შედეგამდე მიგვიყვანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები