თბილისში უამინდობის გამო მოსახლეობას პრობლემები შეექმნა – წაქცეულია ხეები და დატბორილია სარდაფები

თბილისში უამინდობის გამო მოსახლეობას პრობლემები შეექმნა. ძლიერმა ქარმა თბილისის ზოგიერთ უბანში საცხოვრებელ სახლებს სახურავები ახადა. გარდა ამისა, რამდენიმე უბანში ქარმა ხეები წააქცია.
ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა დიდუბე, ჩუღურეთის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონის გზები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისათვის სამაშველო ჯგუფები გასულები არიან შემთხვევის ადგილებზე.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები