„საქართველოს რკინიგზის“ 20 თანამშრომელს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის საერთაშორისო სერტიფიკატები გადაეცა

0

საქართველოს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლებმა 3-კვირიანი ტრენინგი გაიარეს.
კომპანია SafCo-ს საერთაშორიოს კვალიფიკაციისა და სერთიფიკატების მქონე ტრენერების მიერ ჩატარებეული ტრენინგი „მართე – უსაფრთხოდ“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული, ბრიტანული სასერტიფიკატო პროგრამის – IOSH (The Institution of Occupational Safety and Health) ლიცენზირებულ სასწავლო კურსს წარმოადგენს.
„საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლების მიერ აღნიშნული ტრენინგის გავლა  კომპანიაში შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის დანერგვას ემსახურება, რაც უზრუნველყოფს თანამშრომელთა დაცვას მავნე და სახიფათო სამუშაო ფაქტორებისგან, უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილებასა და მნიშვნელოვად შეუწყობს ხელს მომუშავეთა ჯანმრთელობისა და საწარმოო პროცესის უსაფრთხოებას.

კომენტარები

კომენტარი