პარტიების ლიდერების ყოველთვიური ხელფასების სია
გაზეთი “კვირის ქრონიკა“ პარტიების ლიდერების ყოველთვიური ხელფასების სიას აქვეყნებს. სიაში 2013 წლის მონაცემებია ასახული.
“ეროვნული ფორუმი” – პარტიის ყველაზე მაღალანაზღაურებადი პირი, პარტიის თავმჯდომარე, კახა შარტავაა. მისი ყოველთვიური ხელფასი – 21 000 ლარია; “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარის, გიორგი თარგამაძისა და პარტიის გენერალური მდივნის, ლევან ვეფხვაძის ყოველთვიური ხელფასი 30 000 ლარია; მათ 2 500 ლარით ჩამორჩებიან პარტიის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე მაგდა ანიკაშვილი და პარტიის რეგიონალური სამსახურის უფროსი გიორგი ახვლედიანი. მათი ყოველთვიური ხელფასი 27 500 ლარია; “საქართველოს ევროპელი დემოკრატების” ლიდერის, პაატა დავითაიას ყოველთვიური ხელფასი 42.000 ლარია; “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” ბუღალტრად ნინო ბურჯანაძეა მითითებული, მისი ყოველთვიური ხელფასი 12 500 ლარია; “ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის” ლიდერის, ბაჩუკი ქარდავას ყოველთვიური ხელფასი 7 500 ლარია; პარტია “თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის ხელფასი 23 500 ლარია; პარტია “ახალი მემარჯვენეების” ლოგისტიკის სამსახური უფროსის, დავით ტყეშელაშვილის ყოველთვიური ხელფასი 8 250 ლარია; “ლეიბორისტული პარტიის” ყველაზე მაღალი ყოველთვიური ხელფასი 12 386 ლარია, მას იოსებ სამხარაძე იღებს, მისი თანამდებობა არ არის მითითებული; “მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერის სერგო ჯავახაძის ყოველთვიური ხელფასი 4 000 ლარია; პარტია “საქართველოს გზის” ყველაზე მაღალანაზღაურებადი პირი თეიმურაზ მურვანიძეა, რომელიც ხელფასს უნაღდო ანგარიშსწორების სახით იღებს – 16 750 ლარის ოდენობით; “საქართველოს კონსერვატიული პარტიის” ხელმძღვანელის, ზვიად ძიძიგურის ყოველთვიური ხელფასი 12 750 ლარია; “ქართული დასის” ყველაზე მაღალანაზღაურებადი კადრი თორნიკე ბაღათურიაა, მისი ხელფასი 2 400 ლარია. “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” ლიდერის, ზურაბ ტყემალაძის ყოველთვიური ხელფასი 56 875 ლარია; პარტია “ხალხის პარტია” – სახელფასო გრაფა ცარიელია; პარტია “თავისუფალი საქართველოს” ყველაზე მაღალი ხელფასი 3 088 ლარია, მას პარტიის ბუღალტერი, ქეთევან ურდულაშვილი იღებს; “ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტიის”, თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის ეკატერინე ჩიტიაშვილის ყოველთვიური ხელფასი 19 500 ლარია; ამასთანავე: პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივნის, არმაზ ახვლედიანის ყოველთვიური ხელფასი 8 899 ლარს შეადგენს; “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალური ადმინისტრაციის უფროსის ელენე ჯავახაძის ყოველთვიური ხელფასი 18 000 ლარია; “რესპუბლიკური პარტიის” ყველაზე მაღალანაზღაურებადი პირი კი თამარ რომელაშვილია, მისი ხელფასი 16 800.00 ლარია; ზემოჩამოთვლილ პოლიტიკურ პარტიებში ხელფასის მინიმალური ოდენობა 50-დან 500 ლარამდე ფიქსირდება.