ლავროვი: კურატორები დასავლეთიდან ყველაფრისთვის მზად არიან, რათა ქართველებსა და ჩვენ შორის კავშირი გაწყვიტონ

“საქართველო გახდა დასავლური გეოპოლიტიკური ინჟინერიის შედეგების მაგალითი. დასავლელი კურატორები ყველაფრისთვის მზად არიან, რათა ქართველებსა და ჩვენს შორის კავშირი გაწყვიტონ”, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. სერგეი ლავროვმა რუსეთის რეგიონული არაკომერციული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„სადამდე შეიძლება. მიიყვანოს საქმე უცხოეთიდან მომდინარე რჩევებისა და კარნახის ბრმად მიყოლამ, ნათლად მეტყველებს ჩვენი მეზობელი უკრაინის სამწუხარო გამოცდილება. გეოპოლიტიკური ინჟინერიის შედეგების კიდევ ერთი მაგალითი, რითაც ჩვენი დასავლელი კოლეგები არიან დაკავებულნი – საქართველოა. იქ დასავლელი კურატორები მზად არიან, თვალი დახუჭონ ულტრანაციონალისტების უკანონო ქმედებებზე, რუსოფობიაზე, ოღონდ კი გაწყვიტონ ქართველი ხალხის კავშირი ჩვენს ქვეყანასთან, ხელახლა დაწერონ ჩვენი საერთო ისტორია“, – თქვა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ისინი საღად აფასებენ აშშ-სა და მისი უახლოესი მოკავშირეების როლს მსოფლიო არენაზე.
„თვითიზოლაციაში არ ვექცევით, არ ვამბობთ უარს დიალოგზე იმ საკითხების გარშემო, სადაც არის ერთობლივი, ურთიერთხელსაყრელი მუშაობის საშუალება მთელი კაცობრიობისთვის საერთო საფრთხეების გასანეიტრალებლად“, – განმარტა სერგეი ლავროვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები