რუსული მედია: საქართველოში პირდაპირი ავიაგადაზიდვების აკრძალვის გამო, რუსული ავიაკომპანიები 36-დან 48 მილიონ დოლარამდე დაზარალდებიან
საქართველოში პირდაპირი ავიაგადაზიდვების აკრძალვის გამო, რუსული ავიაკომპანიები 2,3-დან 3 მილიარდ რუბლამდე, დაახლოებით, 36-დან 48 მილიონ დოლარამდე, დაზარალდებიან, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა “კომერსანტი” ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ეს ის თანხაა, რომელიც ავიაკომპანიებმა ბილეთების დაბრუნების სანაცვლოდ უნდა აანაზღაურონ.
ამასთან, როგორც „კომერსანტი“ წერს, უკვე ნაყიდი ბილეთებით ვეღარ ისარგებლებს 155 ათასი ადამიანი.
სააგენტოს ცნობით, რუსული ტუროპერატორების დანაკარგი ბევრად მცირე იქნება, რადგან 8 ივლისის შემდეგ ტურები საქართველოს მიმართულებით საერთო ჯამში 3500 ადამიანს აქვს ნაყიდი.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს 8 ივლისიდან საქართველოში ფრენა აუკრძალა. ამავე დღიდან რუსეთში ფრენას ქართული ავიაკომპანიებიც შეწყვეტენ.