გოჩა ჯოჯუა: ხელისუფლების გადაწყვეტილება ისტორიულია – ეს არის დემოკრატიის გამარჯვება

„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე, გოჩა ჯოჯუა  ხელისუფლების დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება,  დადებითად აფასებს.
„კვირასთან“ საუბარში ჯოჯუამ ხელისუფლების ამ ნაბიჯს ადეკვატური, თუმცა დაგვიანებული უწოდა.
„პირველ ყოვლისა, შეიძლება, ასე შევაფასოთ ეს მოვლენები, რომ ეს არის ახალგაზრდების გამარჯვება – იმ ახალგაზრდებისა, რომლებმაც, ფაქტობრივად, დაანახეს სახელმწიფოს, რომ მათ დემოკრატიული ნაბიჯები უნდა გადადგან. ხელისუფლების ეს ნაბიჯი კი შეიძლება
ამ ხელისუფლებამ არამარტო ადეკვატური რეაგირება მოახდინა იმაზე, რაც მოხდა, არამედ რეაგირება მოახდინა იმაზე, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ისტორიულია – ეს არის დემოკრატიის გამარჯვება“, – განაცხადა გოჩა ჯოჯუამ.
ჯოჯუამ ის ოპოზიციური ძალები, ვინც ნულოვან ბარიერზე უკმაყოფილებას გამოთქვამენ, გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ რეალურად თუ მართლა დემოკრატია გვინდა ეს არის საუკეთესო ნაბიჯი.
ჯოჯუა მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ცხოვრება მიხეილ სააკაშვილის შემდეგ დაკარგული იყო, ახლა კი ამის აღდგენის საშუალება იძლევა.
„ნულოვან ბარიერზე როდესაც ზოგიერთი პოლიტიკური პარტია და განსაკუთრებით ოპოზიციური პარტიები გამოთქვამენ უარყოფით დამოკიდებულებას, დღესდღეობით ოპოზიციისგან ამის თქმა ეს არის მხოლოდ და მხოლოდ რევანშისკენ წასვლა და სხვა არაფერი. იმიტომ რომ რეალურად თუ მართლა დემოკრატია გვინდა მაშინ ეს არის საუკეთესო ნაბიჯი და საუკეთესო სისტემა იმის, რომ პოლიტიკური ცხოვრება, რომელიც საქართველოში შეიძლება ითქვას სააკაშვილის შემდეგ მთლიანად დაკარგული იქნა, აღდგეს და ქართულ პოლიტიკურ სპექტრში წარმოიშვას უკვე პოლიტიკური ძალები – ასე რომ ხელისუფლების ამ ნაბიჯს მე დადებითად ვაფასებ.
ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტის განვითარებისთვის, ქართული პოლიტიკური სისტემის სწორი ჩამოყალიბებისთვის ეს ეტაპი არის გასავლელი. რასაკვირველია პირველად ამას შეიძლება არ მოჰყვეს ის შედეგი, რომელიც ჩვენ გვინდა და მართლაც შესაძლოა, აღმოჩნდნენ ისეთი პოლიტიკური ერთეულები, რომლებიც ძალიან მარგინალურები არიან. 15 ათასი ხმა იქნება საკმარისი იმისათვის, რომ შევიდეს რომელიმე პოლიტიკური ძალა პარლამენტში, მაგრამ ეს ეტაპი უნდა გავიაროთ თანმიმდევრულად და არა ისე როგორ რაც მოყვა 7%-იან ბარიერს, რომელმაც საერთოდ მოკლა პოლიტიკური სისტემა საქართველოში და დღეს ამ შედეგებს ვიმკით“, – აღნიშნა გოჩა ჯოჯუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები