მამუკა მდინარაძე: გაცილებით მეტზე წავედით, ვიდრე ამას ვინმე წარმოიდგენდა და ამასაც კი სატყუარას უწოდებენ

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ ნულოვანი ბარიერი დემოკრატიული პროცესია.
„არცერთი ხელისუფლება, მაინცდამაინც, არ ისწრაფვის იმისათვის, რომ ასეთ სახარბიელო პოზიციები გაამყაროს ოპოზიციისთვის. მე არ ვიცი, რა ძალა სჭირდება ადამიანს, ამ გადაწყვეტილებაზეც კი ამგვარი კრიტიკა რომ განახორციელოს და სატყუარა უწოდოს ყველაზე დემოკრატიულ პროცესს. არავის უხსენებია საერთოდ ის კიდევ უფრო დემოკრატიული, კიდევ უფრო ოპოზიციისათვის სასარგებლო რამ, რაც ჰქვია ე.წ. ნულოვანი ბარიერი და ბარიერის გარეშე პროპორციული არჩევნები და ჩვენ, პირიქით, ამაზეც უფრო გაცილებით მეტზე წავედით, ვიდრე ამას ვინმე წარმოიდგენდა და ამასაც კი სატყუარას უწოდებენ. აღარ შეიძლება ამ კრიტიკის კრიტიკა“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები