21-ე საუკუნის თბილისი წყლის გარეშე (ვიდეო)
თბილისში, საბურთალოს რაიონის სოფელ დიღმის მაცხოვრებლები უწყლოობას უჩივიან. მოსახლეობის 10% უკვე წლებია, წყლის გარეშეა დარჩენილი. როგორც სოფელ დიღმის ზემო უბნელები აცხადებენ, მათ წყლის პრობლემა ოდითგანვე ჰქონდათ, რისი გამოსწორების შესახებაც დაპირებებს „ნაციონალური მოძრაობისგან“ უშედეგოდ იღებდნენ.
მათივე თქმით, ახლა მათ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის შორენა ბუხრაშვილის იმედი აქვთ, რომელიც მოსახლეობას უკვე შეხვდა და პრობლემის გამოსწორებაზე მუშაობა დაიწყო.
„სოფელ დიღომში დიდი ხანია გვაქვს წლის პრობლემა, რაც ჩვენთვის ძალიან დიდი გულისტკივილია. ამ პრობლემით დაინტერესდა ქალბატონი შორენა, შეწუხდა, მოვიდა ჩვენთნ და თანადგომა გამოხატა. ამისთვის ვქმნით ამხანაგობას და დღეიდან ვიწყებთ ამ პროექტის განხორციელებას“, – განაცხადა მარი ჭეიშვილმა.
ადგილობრვი ალექსანდრე მნათობიშვილი კი აღნიშნავს, რომ სოფელ დიღომს ბევრი პრობლემა აწუხებს, მაგრამ მთავარი მაინც წყლის პრობლემა იყო. სოფელ დიღმის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა კანდიდატმა შორენა ბუხრაშვილმა განაცხადა, რომ სოფლის გამგებელი აღნიშნული პრობლემის შესახებ საქმის კურსშია, მანაც არაერთხელ სცადა მასთან დაკავშირება, თუმცა უშედეგოდ. მაჟორიტარი კანდიდატი სოფლის მოსახლეობას უკვე შეხვდა და მათთან ერთად პრობლემის გადაჭრის გზები დასახა. „ერთად მივაგნოთ იმ სუსტ რგოლს, რის გამოც სოფელი დიღომი, რასაც დედაქალაქი თბილისი ჰქვია, 21-ე საუკუნეში რჩება წყლის გარეშე. მე ძალიან მინდოდა სოფელ დიღმის გამგებლის ნახვა, მაგრამ მას ვერ დავუკავშირდი. მან იცის, რომ არაერთხელ ვიყავით ამ საკითხთან დაკავშირებით ამოსულები მოსახლეობასთან, თუმცა არ დაინტერესდა, რა ხდება. იქნებ, მართლაც, შანტაჟისტები ვართ და ხელს ვუშლით რაღაცებს“, – მიმართა მოსახლეობას შორენა ბუხრაშვილმა.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=3vvpdE0gSmk” width=”560″ height=”315″]