პესკოვი: რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ შეზღუდვებს იმ შემთხვევაში გააუქმებს, თუ რუსოფობიური დამოკიდებულება შეიცვლება

“რუსეთი მაშინ დაფიქრდება საქართველოს წინააღმდეგ მიღებული ზომების გაუქმებაზე, როცა იქ არარუსოფობიური განწყობები დაბრუნდება”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა და დაამატა, რომ დოკუმენტში სანქციების გაუქმების კონკრეტული თარიღი არ არის მითითებული.
მისივე თქმით, საქართველოში ფრენები რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის აიკრძალა, რადგან, მისი განმარტებით, რუსი პოლიტიკოსები და ჟურნალისტები ქართველების მხრიდან აგრესიული ქმედების მსხვერპლნი გახდნენ.
“ჰკითხეთ ВГТРК-ს ჟურნალისტს, რამდენად ჰიპოთეტურია “კბილებში დარტყმა”. ის სულაც არაა ჰიპოთეტური, ის   ფიზიკურია”, – თქვა პესკოვმა.
ამასთან, პესკოვმა “რია ნოვოსტისთან” მიცემულ ინტერვიუში განმარტა, რომ საქმე სანქციებს კი არ ეხება, არამედ – დროებით იძულებით შეზღუდვებს. მისივე თქმით, ყოველწლიურად საქართველოს 1,2 მილიონი რუსი სტუმრობს, დაწესებული რეგულაციები კი ტურისტების რიცხვს საგრძნობლად შეამცირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები