ტყის სექტორის განვითარების მიზნით, მსოფლიო ბანკი მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს

0

„სატყეო სექტორის განვითარება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს მიმართულებას წარმოადგენს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ტყის რესურსების გამოყენება ეკონომიკური პრინციპების დაცვით“,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ მსოფლიო ბანკის პროექტის „სამხრეთ კავკასია – კერძო სექტორის როლის გაძლიერება ტყის სექტორის განვითარების მიზნით“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
მან მსოფლიო ბანკს ტყის ახალი კოდექსის შემუშავებაში გაწეული ფინანსური დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ უნდა შევქმნათ სატყეო მეურნეობების მოდელი და ვფიქრობ, დონორ ორგანიზაციებთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობით სასურველ შედეგს მივიღებთ“, – აღნიშნა იური ნოზაძემ.
შეხვედრაზე საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის ტყის სექტორის კვლევის შედეგები და განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.
მსოფლიო ბანკის ჯგუფის ლიდერმა, ტუკა კასტრენმა, შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველო მდიდარია ტყის ბუნებრივი საფარით, რასაც დაცვა-განვითარება სჭირდება და ამ კუთხით ქართულ მხარესთან თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვა.
შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი უწყებების, ასევე, სომხეთის და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სატყეო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი