რუსეთის ზედამხედველობის სამსახური ქართულ ალკოჰოლურ პროდუქტზე კონტროლს აძლიერებს
“როსპოტრებნადზორმა“ საქართველოდან რუსეთში შეტანილ ალკოჰოლურ ნაწარმზე კონტროლი გააძლიერა”, – ამის შესახებ განცხადება ფედერალური ზედამხედველობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ რეგულარული კონტროლის დინამიკა პროდუქციის ხარისხის გაუარესებას აჩვენებს.
ამასთან, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 2014 წლიდან 2018 წლამდე ალკოჰოლური პროდუქციის რაოდენობა, რომელიც არ შეესაბამებოდა აუცილებელ მოთხოვნებს, 2,9-ჯერ გაიზარდა და 203 ათას ლიტრამდე მიაღწია. თუმცა, “როსპოტრებნადზორის” ცნობით, აუცილებელ მოთხოვნებთან შეუსაბამო ალკოჰოლური პროდუქციის პარტიების რუსეთის ტერიტორიაზე შეტანის უფლება ქვეყნის საბაჟომ არ გასცა.