აქციაზე მიღებული დაზიანებების შედეგად, კლინიკებში 13 პაციენტი რჩება
თბილისის საავადმყოფოებში რუსთაველის გამზირზე აქციის დროს დაშავებულებიდან 13 პაციენტი რჩება სამკურნალოდ. მათგან ორის დგომარეობა ისევ მძიმეა. ექიმების თქმით, ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან და რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან.
დაწესებულებებში სულ 240 დაშავებული იყო გადაყვანილი.
შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა. გამოიყენეს, ასევე, რეზინის ტყვიები.